The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გუგული დადიანი

გუგული დადიანი
ოფიციალური სახელი:კონსტანტინე დადიანი
დაბადების თარიღი:28 თებერვალი, 1908
გარდაცვ. თარიღი:1988  (79 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ხორში, სენაკის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სამიმოსვლო გზების ინჟინერთა ინსტიტუტი ხიდებისა და კონსტრუქციების სპეციალობით 1931 წელს.

1931-1953წწ. მუშაობდა შავიზღვისპირა რკინიგზაზე, თბილისის სანაპიროსა და "ხრამჰესის" მშენებლობაზე, საპროექტო ინსტიტუტ "თბილქალაქპროექტში" ინჟინერ-დამპროექტებლად, პროექტის მთავარ ინჟინრად, საგეგმო-ტექნიკური განყოფილების უფროსის მოადგილედ, განყოფილების უფროსად, მთავარ ინჟინრად, კაპიტალური მშენებლობის განყოფილების უფროსად, სამშენებლო-სამონტაჟო სამმართველოს უფროსად; 1953 წლიდან მუშაობდა სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტ "საქჰიდროენერგომშენის" სისტემაში გზათა მშენებლობის სამმართველოს უფროსად, "ლაჯანურჰესის" სამშენებლო სამმართველოს უფროსის მოადგილედ, მთავარ ინჟინრად, "თბილსტესის" სამშენებლო სამმართველოს მთავარ ინჟინრად; 1966 წელს დაინიშნა "ენგურჰესის" მშენებლობის სამმართველოს უფროსად; 1969-1981წწ. მუშაობდა სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტ "საქჰიდროენერგომშენის" მთავარ ინჟინრად; იყო მეორე მსოფლიო ომის მონაწილე.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.179; საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი,. 2016.- გვ.96-97

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • შრომის წითელი დროშის ორდენი
  • სამამულო ომის I ხარისხის ორდენი
  • წითელი ვარსკვლავის ორდენი
  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

გააზიარე: