The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მერაბ დადიანი

მერაბ დადიანი
Date of birth:6 June, 1935  (91 years)
Category:Engineer, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა მშენებლობის სპეციალობით 1959 წელს.

1959-1971წწ. მუშაობდა საპროექტო-საძიებო ინსტიტუტ "ჰიდროპროექტში" ჯერ ინჟინრად, შემდეგ კი უფროს ინჟინრად;

1971-1981წწ. იმავე ინსტიტუტში პროექტის მთავარი ინჟინერი იყო; 1981 წლიდან სამუშაოდ გადავიდა უკრაინაში და 1998 წლამდე სააქციო საზოგადოება საპროექტო ინსტიტუტ "უკრაინპროექტის" ჯერ მთავარი ინჟინრის მოადგილე, შემდგომ კი განყოფილების უფროსი იყო; 1999 წლიდან მუშაობა გააგრძელა საქართველოს მელიორაციის და წყალთა მეურნეობის დეპარტამენტთან არსებული სპეციალური საინვესტიციო ბიუროს უფროსად; 2012 წლიდან არის სპეციალიზებული საინვესტიციო პრორქტების ბიუროს ხელმძღვანელი. თანამშრომლობდა ბელორუსისა და უკრაინის სათანადო სტრუქტურებთან ენერგეტიკული და მელიორაციული სისტემების რეაბელიტაციისა და განვითარების საკითხების დასაბუთებისა და ზედამხედველობის სამუშაოებში;  მონაწილეობდა "ენგურჰესის", მდ. პონვენირის (კუბა), მდ. ჩრდ. ტუნისის (ტუნისი) კაშხლების პროექტირებაში, უნგრეთი - წყალთა მეურნეობის ობიექტების, ბოლივიაში - ელექტროსადგურის მშენებლობაში; ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ავარიისა და სომხეთში მიწისძვრის შედეგების ლიკვიდაციის სამუშაოებთან დაკავშირებით მიღებული აქვს მთავრობის ჯილდოები და მედლები. 1969 წელს ქ. კიევის ენერგეტიკის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში დაიცვა ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.180; წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი,. 2016.- გვ. 98

Member of Organizations

  • უკრაინის ჰიდრომშენებელთა ასოციაცია, წევრი

Awards and Honors

  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი
  • უკრაინის დამსახურებული ინჟინერი

Share: