Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვენერა დოლიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის ქორეოგრაფიული სასწავლებელი 1958 წელს. სხვადასხვა წლებში მუშაობდა ცეკვის მასწავლებლად ქორეოგრაფიულ სასწავლებელში (1945 და 1965) და რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრში(1950). ვ. დოლიძე წარმატებით გამოდიოდა, როგორც საბალეტო, ასევე საოპერო დადგმებში, სადაც ასრულებდა შემდეგ პარტიებს: ორი მეგობრის ვარიაცია (ა. ბალანჩივაძის "მთების გული"), ჰაიდეიტრუა, პატარა გედების ცეკვა, სოლო ნეაპოლიტანურ ცეკვაში, საპარტაძლოები (პ. ჩაიკოვსკის"გედის ტბა"), ამური (ლ. მინკუსის "დონ კიხოტი"), ბოშა ქალების ცეკვა (ც. პუნის "ესმერალდა"), მეგობრები (რ. გლიერის "წითელი ყაყაჩო"), ორი ფერიას ვარიაცია (გრ. კილაძის "სინათლე"), სოლო ზანგების ცეკვაში (დ. თორაძის "გორდა"). ასრულებდა სოლო ცეკვებს ოპერებში: ვარიაციები ლენტით (გალევის "რახელი"), ქართული (ა. ანდრიაშვილის "პატარა კახი"), აღმოსავლური ცეკვა (ა. კერესელიძის "ბაში-აჩუკი") და სხვ. ვ. დოლიძე მონაწილეობას იღებდა თბილისის ქორეოგრაფიული სასწავლებლის გამოსაშვებ საღამოებსა და საკავშირო დათვალიერებების საკონცერტო ნომრებში. წყარო: ხელოვნების კალენდარი: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1993.- გვ.62-63 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |