შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მერაბ დავითაია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი გულრიფში, გულრიფშის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ჰიდროტექნიკური ფაკულტეტი 1973 წელს. 1973-1974წწ. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "ჰიდროპროექტში"; 1974-1981წწ. "ენგურჰესის" ძალოვანი კვანძის სამშენებლო სამმართველოში - ცვლის უფროსად, სამმართველოს საწარმოო-ტექნიკური, საგეგმო და ტექნიკური განყოფილებების ხელმძრვანელად; 1982-1983წწ. იყო საქართველოს კპ გულრიფშის რაიონული კომიტეტის ინსტრუქტორი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს უფროსი რეფერენტი; 1983-1996წწ. მუშაობდა "ენგურჰესის" მიწისქვეშა ნაგებობათა სამშენებლო სამმართველოს, ხოლო 1996-1999წწ. მისი რეორგანიზაციის შემდეგ - სახაზინო საწარმო "ჰიდროსპეცგვირაბმშენის" მთავარ ინჟინრად; 1999-2004წწ. სს "საქჰიდროენერგომშენის" გენერალური დირექტორის მოადგილედ; 2007-2009წწ. სს "ჰიდროსაინჟინრო კომპანიის" მთავარ ინჟინრად; 2009-2011წწ. შპს "ვექტორის" დირექტორად; 2011წლიდან შპს "მტკვარიჰესის" გენერალური დირექტორის მოადგილე - ტექნიკური დირექტორია; უშუალოდ მონაწილეობდა "ტყვარჩელსრესის", "ენგურჰესის", ქ. გაგრის შემოსავლელი საავტომობილო გვირაბების, თბილისისა და მოსკოვის მეტროპოლიტენების, ივერიის ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძრისა (ზუგდიდში) და "მტკვარიჰესის" მშენებლობაში, ასევე, საქართველოში მაგისტრალური გაზსადენებისა და "ენგურჰესის" სარეაბილიტაციო პროექტების, "რიონჰესისა" და "აწჰესის" სარეაბილიტაციო პროგრამების განხორციელებაში; არის ორი გამოგონებისა და 100-მდე რაციონალიზატორული წინადადების ავტორი. მიღებული აქვს სსრკ მინისტრთა საბჭოს პრემია; ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.181-182; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.178 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |