The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლელა ჩიქოვანი

ლელა ჩიქოვანი
Date of birth:19 September, 1971  (53 years)
Category:Public official, Military Person

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ზესტაფონი.

დაამთავრა აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების უმაღლესი სკოლა (თავდაცვის სისტემის ანალიზი და ეროვნული უსაფრთხოება), მაგისტრის აკადემიური ხარისხი; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ეკონომიკა და მენეჯმენტი) მაგისტრის აკადემიური ხარისხი; გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის აკადემია - თავდაცვის მართვა უსაფრთხოების ფართო კონტექსტში; აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების უმაღლესი სკოლა-თავდაცვის რესურსების მართვის კურსი; ჯონ კენედის სახელობის ჰარვარდის უნივერსიტეტის მმართველობის სკოლა - შავი ზღვის უსაფრთხოების პროგრამა; შვედეთის ეროვნული თავდაცვის კოლეჯი - ევროპის უსაფრთხოების პოლიტიკის გამოწვევები და სტრატეგიები; გერმანიის ჯორჯ მარშალის უსაფრთხოების კვლევის ცენტრი - ლიდერობის პროგრამა; სტაბილურობის უსაფრთხოების, გარდამავალი პერიოდისა და რეკონსტრუქციის ოპერაციები; საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია - სპეციალური სამხედრო სწავლების პროგრამა.

1998–2006წწ. საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტი, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო; 2006-2008წწ. თავდაცვის ატაშე ლიტვის, ლატვიის, ესტონეთისა და პოლონეთის რესპუბლიკებში; 2008-2010წწ. საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-5 სტრატეგიული დაგეგმვისა და სამხედრო პოლიტიკის  დეპარტამენტის უფროსი; 2010-2011წწ. საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის მრჩეველი, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო; 2011-2015წწ. საერთაშორისო საზღვაო თანამშრომლობის სამმართველოს უფროსი, სანაპირო დაცვა,  საქართველოს საზღვრის დაცვის პოლიცია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო; 2015 წელს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, ადმინისტრაციის უფროსი; 2015-2016წწ. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ადმინისტრაციის უფროსი; 2016 წლის აგვისტოდან საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე. 

წყარო: საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდი : mod.gov.ge

Awards and Honors

  • საქართველოს თავდაცვის სამინისტროს II ხარისხის მედალი, უმწიკვლო სამსახურისთვის
  • საქართველოს თავდაცვის სამინისტროს I ხარისხის მედალი, უმწიკვლო სამსახურისთვის
  • საქართველოს შსს მედალი "უმწიკვლო სამსახურისათვის"
  • ღირსების ორდენი (ლიტვის ეროვნული თავდაცვის სამინისტრო)

Share: