Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
რამაზ ჭიაურელი![]()
Biographyდაამთავრა მოსკოვის ა. ლუნაჩარსკის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი 1949 წელს, ასპირანტურა გ. ალექსანდროვის ხელმძღვანელობით 1950 წელს. 1951 წელს მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე განახორციელა უ. შექსპირის "მეთორმეტე ღამე". 1952 წელს მუშაობდა სტაჟიორად მოსკოვის სამხატვრო თეატრში. 1953-1954წწ. მარჯანიშვილის თეატრში დადგა ვ. მინკოს "გვარის დაუსახელებლად" და ფილდინგის "მე ხაფანგში ვარ". 1955 წლიდან მუშაობა დაიწყო "ქართულ ფილმში". პირველი მისი ნამუშევარი იყო მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი "ორი მსახიობი". 1957 წელს მუშაობდა მეორე რეჟისორად, მ. ჭიაურელის ფილმზე "ოთარაანთ ქვრივი". 1958 წელს სამეცნიერო-პოპულარული და ქრონიკალურ-დოკუმენტური ფილმების სტუდიაში, სადაც 100-ზე მეტი ფილმი აქვს გადაღებული; მათ შორის აღსანიშნავია: "ჩვენი მეგობარი" (1959), "საქართველოს სოფლის მრეწველობა შვიდწლედში" (1960), "ალექსანდრე ციმაკურიძე", "ერთი გამარჯვების ისტორია", "კაპიტანი გოგიტიძე", "სათაფლია" (1961), "მანქანა სწორად არეგულირებს", "იაკობ ნიკოლაძე" (1962) და სხვა. საქართველოს სატელევიზიო ფილმების სტუდიაში გადაღებული აქვს 25-მდე ფილმი: "დავით კაკაბაძე", "უშანგი ჩხეიძე", "დედისერთა ლენინთან", "სიყვარულს უშენებია", "ბერიძეების ოჯახი", "სოფლის თავკაცი" და სხვა. წყარო: ხელოვნების კალენდარი: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1996.-გვ.56; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი - www.geocinema.ge Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |