The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



კონსტანტინე მიუფკე

კონსტანტინე მიუფკე
Date of birth:7 November, 1903
Date of death:1 January, 1968  (at 64 years)
Category:Actor/Actress

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ყაზანი.

სწავლობდა სარატოვის უნივესიტეტში, ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე; დაამთავრა სარატოვის სახელმწიფო თეატრალური ტექნიკუმი 1927 წელს.

1927-1934 წლებში მუშაობს სარატოვის, დნეპროპეტროვსკის, ნოვოსიმბირსკის, ვორონეჟის დრამატულ თეატრებში. 1934 წელს ჩამოდის თბილისში და მუშაობას იწყებს ალ. გრიბოედოვის სახელობის დრამატულ თეატრში. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: პროსტაკოვი, გრიშა (მ. გორკის "მზის შვილები", "ბარბაროსები"), სტივა (ლ. ტოლსტოის "ანა კარენინა"), კრუტიცკი, ვოსმიბრატოვი, ლინაევი (ა. ოსტროვსკის "ზოგჯერ ბრძენიც შეცდება", "ტყე", "მგლები და ცხვრები"), ლემი (ი. ტურგენევის "აზნაურთა ბუდე"), ბობჩინსკი (ნ. გოგოლის "რევიზორი"), სორინი (ა. ჩეხოვის "თოლია"), როგოევი, კოსტავრა (ნ. ვირტას "პური ჩვენი არსებობისა"), ვარლამი (ა. პუშკინის "ბორის გოდუნოვი"), რანგო (ე. როსტანის "სირანო დე ბერჟერაკი"), ვურმი (ფ. შილერის "ვერაგობა და სიყვარული") და სხვ. განსაკუთრებული წარმატება მოუტანა მსახიობს ლენინის როლის შესრულებამ ნ. პოგოდინის პიესებში: "კრემლის კურანტები" და "თოფიანი კაცი", შ. დადიანის "ნაპერწკლიდან", დობჟინისკის "ლენინის და გორკის შეხვედრები". კ. მიუფკეს ეკუთვნის პიესა - "ხვალინდელი დღე ჩვენი იქნება", რომელშიც თავად ასრულებდა სემის როლს.

წყარო: ხელოვნების კალენდარითეატრიმუსიკაკინო.- თბ., 1993.- გვ.65; кино-театр.ру: www.kino-teatr.ru

Awards and Honors

  • 1950 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1940 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

Share: