The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მევლუდ დათაშვილი

მევლუდ დათაშვილი
Date of birth:16 December, 1948  (76 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი მეტეხი, კასპის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი საავტომობილო გზების მშენებლობის სპეციალობით 1972 წელს.

1972-1974წწ. მუშაობა დაიწყო ბაიკალ-ამურის მაგისტრალზე ინჟინრად; 1974-1975წწ. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "დალგიპროტრანსის" საკვლევ-საძიებო განყოფილებაში გეოდეზისტად; 1975-1976წწ. იყო კასპის რაისაბჭოს აღმასკომის საწარმოო-საგზაო უბნის სამუშაოთა მწარმოებელი; 1976-1985წწ. ადგილობრივი გზების სარემონტო-სამშენებლო სამმართველოში საგეგმო განყოფილების უფროსი; 1985 წლიდან კი მთავარი ინჟინერი. შემდეგ მუშაობდა ახალშექმნილი სს "კავკასავტომაგისტრალის" მთავარ ინჟინრად; მონაწილეობდა თბილისის შემოსავლელი საავტომობილო გზისა და "ნატახტარი-გორი" მონაკვეთების მშენებლობაში..

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.183

Awards and Honors

  • სამკერდე ნიშანი "პირველი ბამელი"

Share: