Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ალექსანდრე დათიაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ღანირქვიტირი, ხონის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ჰიდრავლიკისა და სანტექნიკის ფაკულტეტი ინჟინერ ჰიდროტექნიკოსის კვალიფიკაციით 1973 წელს. 1973-1974წწ. მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ჰიდრავლიკისა და ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა კათედრის მეცნიერ-მუშაკად; 1976 წლიდან მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N4 სამშენებლო ტრესტის სისტემაში; იყო განყოფილების უფროსი, რკინაბეტონის ქარხნის მთავარი ინჟინერი, ტრესტის მთავარი ინჟინრის მოადგილე და ტრესტის მთავარი ინჟინერი; 1991-1992წწ. აქტიურად მონაწილეობდა მიწისძვრით დაზარალებული საცხოვრებელი სახლების აღდგენაში ონის რაიონის ტერიტორიაზე; იყო ონის სამშენებლო კომპლექსის მთავარი ინჟინერი; 1994 წლიდან შპს "ბემ"-ის მთავარი ინჟინერია, რომელიც 1993-1998წწ. მნიშვნელოვან სამოქალაქო ობიექტებს აშენებდა ქ. მოსკოვის ტერიტორიაზე; საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N4 სამშენებლო ტრესტში მუშაობის პერიოდში მონაწილეობდა ტრესტის მიერ განხორციელებული მსხვილი საწარმოებისა და საზოგადოებრივი დანიშნულების მნიშვნელოვანი ობიექტების მშენებლობაში; შრომითი დამსახურებისთვის მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.183-184
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |