The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



პლატონ კორიშელი

პლატონ კორიშელი
ოფიციალური სახელი:პლატონ ჩიქვინიძე
დაბადების თარიღი:12 ნოემბერი, 1883
გარდაცვ. თარიღი:29 ივნისი, 1937  (53 წლის ასაკში)
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი დიმი, ბაღდადის რაიონი.

დაამთავრა გ. ჯაბადარის თეატრალური სტუდია 1920 წელს.

მუშაობდა ბათუმის როტშილდის ქარხანაში. 1905 წლის რევოლუციურ მოძრაობაში მონაწილეობისათვის იძულებული გახდა უკრაინაში წასულიყო, სადაც 1906-1908 წლებში დრამატულ დასში მოღვაწეობდა. ბათუმში გასტროლების დროს პ. კორიშელი ლადო მესხიშვილს წარუდგინეს, რომელმაც ის სამუშაოდ ქართულ თეატრში მიიწვია. სხვადასხვა წლებში მსახიობი მოღვაწეობდა: ქუთაისის თეატრში (1906-1911), შ. დადიანის "მოგზაურ დასში" (1911-1914), თბილისის სახალხო სახლში (1914-1918), რუსთაველის თეატრში (1920-1936). რუსთაველის თეატრში მის მიერ განსახიერებული როლებიდან აღსანიშნავია: ფლორენი (ლოპე დევეგას "ცხვრის წყარო"), მაიკლ ჯეიმსი (ჯ. სინგის "გმირი"), გველეშაპი (ი. გედევანიშვილის "სინათლე"), ზაალი (ზ. ანტონოვის "მზის დაბნელება საქართველოში"), პედჟი (შექსპირის "ვინძორის ცელქი ქალები"), მოურავი, მათია, მანსური (ს. შანშიაშვილის "ლატავრა", "მათრახის პანაშვიდი", "ანზორი"), პარმენი (ნ. აზიანის "დეზერტირკა"), მოხუცი ვაჭარი, ქურუმი ზურბანო (ა. გლებოვის "ზაგმუკი"), ჩაპლაგარა (კ. ლიპსკეროვის "კარმენსიტა"), ადმირალი მალცინი (ბ. ლავრენიოვის "რღვევა") და სხვ. პ. კორიშელი 1936 წელს დაპატიმრებული იქნა, როგორც ს. ახმეტელის თანამზრახველი. მუსიკოსისა და მოქანდაკის ბოცო კორიშელის მამა.

წყარო: ხელოვნების კალენდარითეატრიმუსიკაკინო.- თბ., 1993.- გვ.66-67; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული  აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.geსაქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 174-175

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1932 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: