Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
კლიმენტი დათიაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ღანირქვიტირი, ხონის რაიონი. დაამთავრა ამიერკავკასიის რკინიგზის სამშენებლო სასწავლებელი 1933 წელს; საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი მშენებელი ინჟინრის კვალიფიკაციით 1940 წელს. 1941-1942წწ. მუშაობდა ყაბარდო-ბალყარეთში ბაქსანის ენერგოკომბინატის ტექნიკური განყოფილების უფროს ინჟინრად; 1942 წელს გაიწვიეს მოქმედ არმიაში; მეორე მსოფლიო ომის დასრულებას იგი შეხვდა გერმანიაში საქსონიის მიწაზე; 1946 წელს, დემობილიზაციის შემდეგ, ჩამოვიდა ქ. ქუთაისში და მუშაობა დაიწყო სამშენებლო ტრესტ "ქუთაისავტომშენის" (შემდგომში საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N4 სამშენებლო ტრესტი) N1 სამშენებლო სამმართველოში სამუშაოთა მწარმოებლად; 1959-1973წწ. იყო ამავე სამმართველოს უფროსი; 1974-1984წწ. მუშაობდა ქუთაისის სახლმშენებელი კომბინატის მთავარ ტექნოლოგად, ხარისხის განყოფილების უფროსად; მისი უშუალო მონაწილეობით აშენდა ქუთაისის საავტომობილო ქარხნის კომპლექსი, საბინაო და კულტურული საყოფაცხოვრებო დანიშნულების ობიექტები; საბრძოლო და შრომითი დამსახურებისთვის დაჯილდოებული იყო სახელმწიფო ჯილდოებითა და საპატიო სიგელით. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.184 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |