The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ალექსანდრე ხმალაძე

Date of birth:10 June, 1890
Date of death:20 December, 1972  (at 82 years)
Category:Medical Doctor, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა პეტერბურგის სამხედრო სამედიცინო აკადემია 1914 წელს.

I მსოფლიო ომის დროს სამხედრო ექიმად მუშაობდა დასავლეთ ფრონტზე. 1938-1970 წწ. განაგებდა ექიმთა დახელოვნების თბილისის ინსტიტუტის ჰიგიენის კათედრას, ერთდროულად, 1940-1947 წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სოციალური ჰიგიენის კათედრის გამგე. 1938-1952 და 1958-1960 წლებსი მუშაობდა საქართველოს სსრ ჯანდაცვის სამინისტროს ჰიგიენისა და სანიტარიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილედ სამეცნიერო დარგში და სხვა. შეისწავლიდა ჩაის ფაბრიკებისა და ჭიათურის მაღაროების ჰიგიენური პირობების გაუმჯობესების, სოფლის მოსახლეობის წყალმომარაგების საკითხებს და სხვა. ჰიგიენისტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1940), პროფესორი (1940). დაჯილდოებულია მედლებით.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.488

Member of Organizations

  • სკკპ , წევრი (1944-)

Awards and Honors

  • 1941 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • ლენინის ორდენი

Bibliography


Share: