The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე დათუაშვილი

ალექსანდრე დათუაშვილი
დაბადების თარიღი:1908  (116 წლის)
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი შუა ხორგა, ხობის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტექნიკური ფაკულტეტი სამთო-გეოლოგიური სპეციალობით 1931 წელს. სწავლობდა დნეპროპეტროვსკის სამთო ინსტიტუტის ასპირანტურაში.

1933 წელს სსრ კავშირის სახალხო კომისარიატმა სამუშაოდ მიავლინა ციმბირში, ხაკასიის ავტონომიურ ოლქში, შახტის მთავარი ინჟინრის თანაშემწედ, მოგვიანებით კი დონბასში - კაპიტალური მშენებლობის სამმართველოს უფროსად; მუშაობდა დონბასის ერთ-ერთი შახტის მთავარ ინჟინრად; იყო სამთო საწარმოო ტრესტების - "ტყვარჩელნახშირის", "ლენინგრადნახშირისა" და "ლვოვნახშირის" მმართველი; 1962 წლიდან მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს ინერტული მასალების კომბინატის დირექტორად, საიდანაც 1970 წელს გადაიყვანეს საქართველოს საშენ მასალათა მრეწველობის სამინისტროში არამადნეული მასალების საწარმოს ხელმძღვანელად; უდიდესი წვლილი შეიტანა მარნეულის არამადნეული მასალების ქარხნის აღდგენა-გაფართოებაში; იყო ახალშექმნილი სამრეწველო გაერთიანება "საქარამადნეულის" უფროსი; მისი ხელმძღვანელობით დამონტაჟდა და ამოქმედდა დარკვეთის კვარცის ქვიშის გამამდიდრებელი, წყურგილის ინერტული მასალებისა და იმირის სამსხვრევ-დამხარისხებელი ქარხნები; ასევე, მუღანლოსა და ლეჟბადინის ანალოგიური ქარხნები; დაჯილდოებული იყო სახელმწიფო ორდენებითა და მედლებით.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.184

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

გააზიარე: