The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თეიმურაზ დალაქიშვილი

თეიმურაზ დალაქიშვილი
დაბადების თარიღი:24 ივნისი, 1952
გარდაცვ. თარიღი:2011  (58 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1976 წელს.

1969-1970წწ. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "საქგიპრომეზში"; 1971-1980წწ. სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტ "ცენტრმეტალურგრემონტის" რუსთავის სამშენებლო სამმართველოში; გაიარა ყველა პროფესიული თანამდებობრივი საფეხური ოსტატიდან სამმართველოს უფროსამდე; 1981 წელს და 1990-1992 წლებში იყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N1 სამშენებლო ტრესტ "ამიერკავკასმეტალურგმშენის" მმართველის მოადგილე; 1981-1987წწ. მუშაობდა საქართველოს კპ რუსთავის საქალაქო კომიტეტისა და საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტის მშენებლობისა და საქალაქო მეურნეობის განყოფილებების პასუხისმგებელ მუშაკად; 1987-1990წწ. იყო რუსთავის საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე; 1992-1995წწ. საქართველო-ავსტრიის ერთობლივი საწარმო "IBERIA CONSTRACSEN AND SERVICE COMPANY"-ის გენერალური დირექტორის მოადგილე; 1995-2003წწ. იყო ქ. რუსთავის პრემიერი, მერის მოადგილე ეკონომიკისა და ეკონომიკური რეფორმების დარგში; 2003-2005წწ. საქართველოს სახელმწიფო საწარმოთა მართვის სააგენტოს აპარატის უფროსი; 2004-2007წწ. საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე; რუსთავის საქალაქო საბჭოს არაერთი მოწვევის დეპუტატი.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.186; წიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.75

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • რუსთავის საკრებულო, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2000 - ღირსების ორდენი
  • ქალაქ უეტორფორდის საპატიო მოქალაქე (კონექტიკუტის შტატი, აშშ )
  • რუსთავის საპატიო მოქალაქე

გააზიარე: