Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გურამ დანელია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი ჰიდროტექნიკური მშენებლობის სპეციალობით 1959 წელს. 1959-1962წწ. მუშაობდა თბილისის ენერგეტიკისა და ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში უმცროს მეცნიერ-მუშაკად; 1962-1965წწ. ამავე ინსტიტუტის ასპირანტურაში სწავლობდა; 1962 წლიდან სწავლის პარალელურად მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ჰიდრავლიკის და ჰიდრონაგებობების კათედრაზე მეცნიერ-მუშაკად; 1965-1971წწ. მუშაობდა საქართველოს ჰიდროტექნიკის და მელიორაციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის საირიგაციო და ქსელური ნაგებობების სექტორში, ხოლო 1969-1993წწ. - საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ჰიდრავლიკის და ჰიდრომანქანების კათედრის დოცენტად, 1993 წლიდან - ამავე კათედრის გამგედ; 1994-1997წწ. იყო ჰიდროტექნიკის ფაკულტეტის დეკანი და სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე, პარალელურად მონაწილეობდა ნატურალურ კვლევებში; არის 95-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი (1965). წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.187-188 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |