The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შალვა ხომერიკი

დაბადების თარიღი:16 მაისი, 1905
გარდაცვ. თარიღი:4 თებერვალი, 1981  (75 წლის ასაკში)
კატეგორია:რეჟისორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ოზურგეთი. 

დაამთავრა საკავშირო კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი 1935 წელს.

1924 წლიდან მუშაობდა კინოში. დიდი სამამულო ომის (1941-1945) პერიოდში ხელმძღვანელობდა საფრონტო კინოგადამღებ ჯგუფს. გადაიღო 100-ზე მეტი დოკუმენტური, სამეცნიერო-პოპულარული ფილმი და მრავალი სიუჟეტი., მათ შორის "ამიერკავკასიის ხალხთა ოლიმპიადა" (1933), "შავი ზღვის საგუშაგოებზე"(1943), "სევასტოპოლის გმირი არკადი გეგეშიძე" (1943), "ლელო" (1948), "ქართული არქიტექტურა" (1960), "თბილისის მეტრო" (1965), "სიუხვის საწინდარი" (1976) და სხვა. კინორეჟისორი, ქართული დოკუმენტური კინოს ერთ-ერთი ფუძემდებელი.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.496

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სკკპ , წევრი (1939-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1961 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: