Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
კირილე მაჭარაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ხონი. დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია. სწავლობდა თბილისის კერძო სამხატვრო სასწავლებელში (1908-1911). თეატრალური მოღვაწეობა დაიწყო 1904 წლიდან ხონში მისივე ინიციატივით ჩამოყალიბებულ დრამატულ წრეში. წლების მანძილზე მუშაობდა საქართველოს სხვადასხვა თეატრში: ქუთაისის (1909-1912), ჭიათურის (1913-1914). 1914-1919წწ. არმიაში გაიწვიეს. 1919-1920წწ. მუშაობდა ფოთის, ხოლო 1921-1930წწ. ბათუმის თეატრებში. 1930 წლიდან დაიწყო მსახიობობა საქართველოს კინოსტუდიაში. 1943-1945წწ. მუშაობდა თბილისის სანკულტურის თეატრში. შექმნილი აქვს შემდეგი სცენური სახეები: ყარა-იუსუფი და ოთარ-ბეგი (ა. სუმბათაშვილის "ღალატი"), გელა (აკ. წერეთლის "პატარა კახი"), სვიმონ ლიონიძე (დ. ერისთავის "სამშობლო"), ბეკინა (დ. კლდიაშვილის "სამანიშვილის დედინაცვალი"), გოდუნი (ბ. ლავრენიოვის "რღვევა"), ქურუმი (სოფოკლეს "ოიდიპოს მეფე), ჟორჟ დიუვალი (ა. დიუმას "მარგარიტა გოტიე") და სხვა. კინოფილმებში შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: მოხუცი აჭარელი ("ახალგაზრდობა იმარჯვებს"), თავადი ირმელი ("მალე შეხვედრამდე"), აზნაური ("დაკარგული სამოთხე"), მოხუცი მჭედელი ("ჟუჟუნას მზითევი"), კირილე ("დაგვიანებული სასიძო") და სხვა. წლების მანძილზე მუშაობდა კინოსტუდიის კვალიფიკაციის ამაღლების კურსების განყოფილების გამგედ და რამდენიმე კინოსურათის დამდგმელი ჯგუფის დირექტორად. დაწერილი აქვს საბავშო პიესები: "დათუნიას სამართალი", "ხაფანგში", "ბაკი-ბუკი", (ნ. ნაკაშიძის მიხედვით). თარგმნილი აქვს პისები: ა. პრავდინის "სიცოცხლის ყვავილი" და პ. მალიარევსკის "ჯადოსნური ქილა". რუსულიდან თარგმნილი აქვს ორმოცზე მეტი მხატვრული, მულტიპლიკაციური და სამეცნიერო-დოკუმენტური ფილმი. წყარო: ხელოვნების კალენდარი: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1996.-გვ.58; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი - www.geocinema.ge Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |