Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ივანე ჯიკაევი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ნაფარეთი, ცხინვალის რაიონი. დაამთავრა ცხინვალის მე-2 საშუალო სკოლა 1944 წელს. სცენაზე პირველად გამოვიდა სასკოლო წარმოდგენაში. პარალელურად მონაწილეობას ღებულობდა ცხინვალის ოსური თეატრის წარმოდგენების მასობრივ სცენებში. სკოლის დამთავრებისთანავე დასში ჩარიცხეს. იგი წარმატებით თამაშობდა სხვადასხვა ხასიათის როლებს, მათ შორის აღსანიშნავია: ხამურზა (მ. შავლახოვის "საქმრო"), მურზაბეგი (დ. კუსოვის "დაწყევლილი"), ქაიხოსრო (ვ. კანდელაკის "მაია წყნეთელი"), ალთი (გ. მუხთაროვის "ალანის ოჯახი"), ქალციკო, ამრანი (ბრიტაევის "ორი და", "ამრანი"), ახარბეგი, კასაი, თეიმურაზი (ტუაევის "ფასას ოცნება", "ფატიმატი", "ზღაპარი"), ჯორჯი (ძმ. ტურების "სახლიგზაჯვარედინზე"), მოჯამაგირე (ლ. ჭავჭავაძის "ოთარაანთ ქვრივი"), ოიდიპოსი (სოფოკლეს "ოიდიპოს მეფე") და სხვა. წყარო: ხელოვნების კალენდარი: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1996.-გვ.59; ossetians.com Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |