The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბიძინა წულაძე

დაბადების თარიღი:23 ნოემბერი, 1896
გარდაცვ. თარიღი:1988  (91 წლის ასაკში)
კატეგორია:მსახიობი, მუსიკოსი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ოზურგეთი.

დაამთავრა წინამძღვრიანთ კარის სასოფლო-სამეურნეო სკოლა 1913 წლს. 

სწავლობდა ჯერ იალტის, შემდეგ თბილისის სასოფლო ინსტიტუტებში. 1920-1923წწ. კონსერვატორის ვოკალური ფაკულტეტის სტუდენტი იყო.

მუშაობდა თბილისის სკოლებში სიმღერის მასწავლებლად. ათი წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა მოსწავლეთა სასახლის გუნდს. მის აღზრდილთა შორის არიან მომავალში ქართული ვოკალური სკოლის უთვალსაჩინოესი წარმომადგენლები: მ. ნაკაშიძე, დ. გამრეკელი. სცენაზე პირველად მოწაფეობის დროს, ზუბალაშვილების სახალხო სახლის წარმოდგენაში გამოვიდა, სადაც 1921 წელს იმუშავა. 1923 წელს წითელ თეატრში გადავიდა. 1924-1926წწ. სწავლობდა რუსთაველის თეატრთან არსებულ დრამატულ სტუდიაში. 1926-1948წწ. ამავე თეატრის მსახიობი იყო. მის მიერ განსახიერებული როლებიდან აღსანიშნავია: დათიელა, კარლო ყაყუტაძე (შ. დადიანის "ნაპერწკლიდან", "გუშინდელნი"), თედორე (ალ. მაშაშვილის "განგაში"), სიდორი (ნ. შიუკაშვილის "სულელი"), მიტროხინი (ალ. შანშიაშვილის "არსენა"), ჯურხა (ს. მთვარიძის "მთაგრეხილზე"), გენერალი (ვ. დარასელის "კიკვიძე"), ერემიჩი (ბ. ლავრენიოვის "რღვევა") და სხვა.

წყარო: ხელოვნების კალენდარი: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1996.-გვ.60

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1943 - საქართველოს დამსახურებული არტისტი
  • საქართველოს რესპუბლიკის დამსახურებული მასწავლებელი

გააზიარე: