The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მოსე დანიელაშვილი

მოსე დანიელაშვილი
დაბადების თარიღი:19 ნოემბერი, 1938  (86 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1961 წელს.

1961 წლიდან მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო გაერთიანება "მთავართბილმშენის" N1 რკინაბეტონის ნაკეთობათა ქარხანაში; 1962-1963წწ. საქართველოს კვების მრეწველობის სამინისტროს საპროექტო ინსტიტუტში ინჟინერ-კონსტრუქტორად; 1963-1998წწ. მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოს კ. ზავრიევის სახელობის სამშენებლო მექანიკისა და სეისმოლოგიის ინსტიტუტში; გამოქვეყნებული აქვს 60-მდე სამეცნიერო ნაშრომი რკინაბეტონის გარსების მზიდუნარიანობის გამოკვლევის, ოპტიმალური პარამეტრების შერჩევის, სეისმურ რაიონებში სივრცითი კონსტრუქციების გაანგარიშების, დაპროექტებისა და მშენებლობის საკითხებზე; 1971-1986წწ. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის რკინაბეტონის კონსტრუქციებისა და სამშენებლო კონსტრუქციების კათედრებზე უფროს მასწავლებლად, დოცენრად, პროფესორად; დიდი წვლილი აქვს შეტანილი რესპუბლიკაში და მის ფარგლებს გარეთ დაზიანებული შენობა-ნაგებობების შესწავლა-გამოკვლევის, სარემონტო-სარეკონსტრუქციო და საპროექტო-სამშენებლო სამუშაოების ჩატარების საქმეში; განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი მოღვაწეობა საქართველოში არსებული ებრაული მატერიალური ძეგლების, მათ შორის სალოცავების, საინჟინრო-ტექნიკური გამოკვლევისა და მათი საექსპლუატაციო პირობების აღდგენაში; ცხოვრობს ისრაელში, ქ. თელ-ავივში, მუშაობს სამეცნიერო-კვლევით ცენტრში და თანამშრომლობს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან. დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია რკინაბეტონის გარსების გაანგარიშების თემაზე, ზღვრული წონასწორობის თერიის გამოყებით 1972 წელს.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.190

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: