Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
შოთა ნარსია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ხაშური. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1940 წელს. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას მცხეთის საშუალო სკოლაში. 1941 წლიდან სანკულტურის თეატრის მსახიობია. ამავე დროს ეწეოდა დრამატურგიულ მოღვაწეობას. მისი პიესები სხვადასხვა დროს, წარმატებით იდგმებოდა რესპუბლიკის თეატრებში, რომელთაგან აღსანიშნავია: "გოჩა მინდიაური", "პარტიზანებთან", "მეგობრები", "ციცუ", "პირველი პაციენტი", "ჩვენ სამნი ვართ", "მეისრე" (თ. ფერაძესთან ერთად) და სხვა. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: მიკიჩა (ავქ. ცაგარელის "ხანუმა"), გელა (აკ. წერეთლის "პატარა კახი"), კოჩინი (ძმ. ტურებისა და დ. შეინინის "პირისპირ"), ბერესტი (ა. კორნეიჩუკის "პლატონ კრეჩეტი"), გრიშა (ვ. შალიკაშვილის "უნიადაგონო"), ვორონცოვი (კ. სიმონოვის "ასეც იქნება"), ჯონდო (გ. ბერძენიშვილის "ოქროს ვერძი"), ოთარი (ლ. ჭუბაბრიას "კარგი ამხანაგი"), პაპუნა (მ. დადიანის "გუშინდელნი"), გალენი (კ. ჩაპეკის "თეთრი ავადმყოფობა"), ახმა (გ. გელბახიანის "სიყვარულის მსხვერპლი") და სხვა. 1969 წელს შოთა ნარსია ინიშნება თბილისის სახლემწიფო უნივერსიტეტის კულტურის სახლის დირექტორად, სადაც მოღვაწეობდა გარდაცვალებამდე. წყარო: ხელოვნების კალენდარი : თეატრი, მუსიკა, კინო.-თბ., 1992.-გვ.9-10; 2007 წლის საიუბილეო თარიღები: (თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია).- თბ., 2007.- გვ.11 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |