შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ამირან დახუნდარიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1945 წელს. 1945 წელს მუშაობა დაიწყო სსრ კავშირის მიმოსვლის გზათა სამინისტროს N15 სამხედრო-აღდგენითი სამმართველოს ტექნიკური განყოფილების ინჟინრად; 1947 წელს დაინიშნა ამავე სამინისტროს "ხიდმშენის" N2 სამმართველოს საწარმოო-ტექნიკური განყოფილების უფროსად, შემდეგ - სამმართველოს მთავარ ინჟინრად; 1953 წელს დაბრუნდა საქართველოში და მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N4 სამშენებლო ტრესტში სხვადასხვა თანამდებობაზე; 1961-1963წწ. იყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N1 სამშენებლო ტრესტის სპეციალიზებული სამშენებლო სამმართველო "ბიჭვინთმშენის" მთავარი ინჟინერი; 1964-1985წწ. საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს N4 მოძრავ-მექანიზებული კოლონის უფროსი, შემდეგ ამავე სამინისტროს N2 სამშენებლო ტრესტის მმართველი, საიდანაც სამინისტროს აპარატში გადაიყვანეს; მისი ხელმძღვანელობით აშენდა და ექსპლუატაციაში გადაეცა მრავალი სოციალურ-კულტურული, სასოფლო-სამეურნეო და სამრეწველო დანიშნულების მნიშვნელოვანი ობიექტი; იყო სხვადასხვა სახელმწიფო ჯილდოს კავალერი. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.192-193 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |