The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ივანე ბართლომეი

ივანე ბართლომეი
Date of birth:1813
Date of death:1870  (at 57 years)
Category:Collector, Scientist, Military Person

Biography

დაბადების ადგილი: ქ. სანკტ-პეტერბუგი.

რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოების კავკასიის განყოფილების დირექტორი. მას დიდი წვლილი მიუძღვის კავკასიის ნუმიზმატიკური კოლექციის მოწესრიგებაში და ექსპოზიციის მოწყობაში. ამავე დროს რიგი პრინციპული მოსაზრებები აქვს გამოთქმული ქართული ნუმიზმატიკის საკითხებთან დაკავშირებით. ის იყო პირველი მეცნიერი, რომელმაც დაამტკიცა, რომ ქართულ-სასანური მონეტების უმრავლესობა ჰორმიზედ IV-ის (579-590) დრაქმების იმიტაციას წარმოადგენდს. ამით მან მტკიცე ქრონოლოგიური საყრდენი შექმნა მათ დასათარიღებლად, ასევე პირველმა გამოთქვა მოსაზრება ქართულ ნუმიზმატიკურ ძეგლებს შორის ანტიკური ხანის მონეტების არსებობის შესახებ. ამავე დროს უნდა აღინიშნოს მისი მოღვაწეობის ნეგატიური მხარეც. ივ. ბართლომეი კავკასიის მუზეუმის ლიკვიდაციის ერთ-ერთი სულისჩამდგმელი და ორგანიზატორი იყო (რაც განახორციელა კიდეც). ის თბილისში ყიდულობდა უნიკალურ ცალებს და მათ საიმპერატორო ერმიტაჟში აგზავნიდა. ასე შეიძინა მან ერმიტაჟისთვის ბაგრატ III-ის (975-1014) მონეტის დღემდე ცნობილი ერთადერთი ცალი. მისი სუბიექტური დასკვნის საფუძველზე მუზეუმმა 1865 წლის 8 დეკემბერს უარი თქვა მიეღო დასაცავად მეფის ნაცვლის კანცელარიიდან გადმოგზავნილი შემახიის გუბერნიაში, მტკვრის ძველ კალაპოტში ნაპოვნი განძი, რომელიც შედგებოდა 1 ოქროს და 340 ვერცხლის მონეტისაგან. ოქროს მონეტა ვენეციური დუკატი იყო, ხოლო ვერცხლი-ნადირ-შაჰისა და მისი მემკვიდრეების სახელით მოჭრილი სპარსული აბაზიანები. მისი დასკვნის საფუძველზე მუზეუმმა არ შეიძინა მ. ბარათაშვილის ქართული მონეტების უნიკალური კოლექცია, რომელიც შემდგომ ბერლინის მუზეუმმა შეისყიდა. ნუმიზმატი, არქეოლოგი, მწერალი, გენერალ-მაიორი. გარდაიცვალა თბილისში.

წყარო: ქართული ნუმიზმატიკური ლექსიკონი.- თბ., 2009.- გვ.23-24


Share: