Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
დავით დგებუაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი წითელხევი, ბაღდათის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ჰიდროტექნიკური ფაკულტეტი 1950 წელს. 1950-1957წწ. მუშაობდა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, მინგეჩაურის წყალსაცავის მშენებლობაზე ოსტატად, უფროს ოსტატად, გეოდეზისტად, სამუშაოთა მწარმოებლად, უფროს სამუშაოთა მწარმოებლად; 1957-1958წწ. მუშაობდა გუმათის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობაზე უფროს ინჟინრად; 1958-1976წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N8 სამშენებლო ტრესტში სამუშაოთა მწარმოებლად, სამშენებლო და მექანიზაციის სამმართველოების უფროსად, ტრესტის მთავარ ინჟინრად, მმართველად; 1976-1989წწ. იყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N4 სამშენებლო ტრესტის მმართველი; უშუალოდ ხელმძღვანელობდა გაერთიანება "ჭიათურმანგანუმის" უმნიშვნელოვანესი ობიექტების, ასევე, ქუთაისის საავტომობილო და ელექტრომექანიკური ქარხნების, მაუდის ფაბრიკების, ასევე, ქარხანა "ავანგარდისა" და გაერთიანება "აისის" მშენებლობას; მისი ხელმძღვანელობით აშენდა მრავალი სოციალურ-კულტურული და საგანმანათლებლო დანიშნულების ობიექტი ქ. ჭიათურასა და ქ. ქუთაისში, ასევე, იმერეთის რეგიონში. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.193 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |