The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნადირა ხოშარაული

დაბადების თარიღი:16??
კატეგორია:სახალხო გმირი

ბიოგრაფია

ხევსური სახალხო გმირი სოფელ ბაცალიგოს თემიდან, 1659 წლის კახეთის აჯანყების მონაწილე, ხევსურთა ჯარის წინამძღოლი. გადმოცემის მიხედვით, აჯანყების სხვა მეთაურებთან ერთად შეუპყრიათ და შაჰისათვის მიუგვრიათ სპარსეთში, სადაც წამებით მოუკლავთ. ვაჟა-ფშაველას "ბახტრიონის" ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟის (ხოშარეულის) პროტოტიპია.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.504


გააზიარე: