The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დემურ დგებუაძე

დემურ დგებუაძე
დაბადების თარიღი:1 იანვარი, 1937  (88 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სამტრედია.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სანტექნიკისა და აირმომარაგების სპეციალობით 1962 წელს.

მუშაობა დაიწყო გაერთიანება "თბილგაზის" N9 საექსპლუატაციო სამმართველოში უფროს ინჟინრად; 1963 წლიდან სამუშაოდ გადავიდა "ენგურჰესის " მშენებლობაზე, სადაც მუშაობდა ჯერ მშენებლობის დირექციის განყოფილების ინჟინრად, განყოფილების უფროსის მოადგილედ, შემდეგ - მატერიალურ-ტექნიკური მომარაგებისა და სამოქალაქო ბინათმშენებლობის სამმართველოების მთავარ ინჟინრად, საწარმოო კომბინატის დირექტორად; 1973 წლიდან სამშენებლო ტრესტ "საქსაქჰიდროენერგომშენის" საყოფაცხოვრებო-კომუნალური სამმართველოს უფროსი იყო; 1987 წელს დაინიშნა საწარმოო სამშენებლო-სამონტაჟო გაერთიანება "საქჰიდროენერგომშენის" მშენებლობის მექანიზაციის სამმართველოს უფროსად, ხოლო 1989 წელს - სააქციო საზოგადოება "მშენებლობა და მექანიზაციის" გენერალურ დირექტორად.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.193

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ხალხთა მეგობრობის ორდენი
  • მედალი "შრომითი მამაცობისთვის"
  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

გააზიარე: