The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ივანე ხოჭოლავა

Date of birth:3 August, 1902
Date of death:8 October, 1989  (at 87 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ფოთი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრონომიული ფაკულტეტი 1926 წელს.

1930-1952 წლებში პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში. 1938-1953 წწ. ხელმძღვანელობდა ჩაისა და სუბტროპიკული კულტურების საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ტექნოლოგიურ განყოფილებას. 1953-1961 წლებში იყო ჩაის მრეწველობის საკავშირო სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის, ხოლო 1961-1965 წლებში კვების მრეწველობის საქართველოს სამეცნიერო ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე; 1965-1970 წწ. ტრესტ "საქართველოს ჩაის" მმართველის მოადგილე. მისი სამეცნიერო შრომები ძირითადად ეხება ჩაის ტექნოლოგიის საკითხებს. მეცნიერი კვების მრეწველობის დარგში. ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1955), პროფესორი (1957). დაჯილდოებულია მედლებით. 

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.505

Awards and Honors

  • 1961 - საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დამსახურებული მოღვაწე
  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი

Bibliography


Share: