The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კონსტანტინე ხუბერიანი

დაბადების თარიღი:28 მარტი, 1911
გარდაცვ. თარიღი:1994  (82 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ამიერკავკასიის საინჟინრო-სამელიორაციო ინსტიტუტი 1932 წელს.

1931-1994წწ. მუშაობდა ენერგეტიკისა და ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა საქართველოს სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში. 1959 წლიდან - ამავე ინსტიტუტის ნაგებობათა თეორიის განყოფილების გამგე. შექმნა სივრცითი სისტემების გაანგარიშების ღეროვანი მეთოდი. ამ მეთოდით ამოხსნა თაღოვანი კაშხლების სტატიკის სხვადასხვა ამოცანა. შექმნილი იქნა რბილი გარსების, ვანტური ქსელებისა და სხვა მრავალი სისტემის გაანგარიშების მეთოდები, ნაგებობების კონსტრუქციების სტატიკისა და დინამიკის მსხვილი პროგრამული კომპლექსები. ათეული წლების განმავლობაში იყო ინსტიტუტის სამეცნიერო და სადისერტაციო საბჭოების, სამეცნიერო საბჭოს ერთ-ერთი სექციისა და ინსტიტუტის შრომების კრებულის სარედაქციო კოლეგიის წევრი. სისტემატურად აქვეყნებდა თავის შრომებს საკავშირო ჟურნალებში, აგრეთვე, სიმპოზიუმებისა და კონფერენციების მასალებში. გამოაქვეყნა 150 სამეცნიერო შრომა. მოამზადა 20-მდე ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი. მიღებული ჰქონდა 8 სსრკ სახელმწიფო ჯილდო, მათ შორის, 2 ორდენი. ინსტიტუტში ათეული წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა ნაგებობათა თეორიის განყოფილებას. მეცნიერი სამშენებლო მექანიკის დარგში, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1958), პროფესორი (1969).

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.512; საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.442

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სკკპ , წევრი (1939-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1961 - საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დამსახურებული მოღვაწე
  • შრომის ვეტერანი

გააზიარე: