The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



პარმენ მიქაძე

პარმენ მიქაძე
დაბადების თარიღი:1892
გარდაცვ. თარიღი:1952  (60 წლის ასაკში)
კატეგორია:მომღერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი მარანი, სამტრედიის რაიონი.

საბჭოთა ხელისუფლების პირველ წლებში სოფელ მეორე ილორის სკოლაში მუსიკას ასწავლიდა და პარალელურად მარნის მუშათა გუნდის ხელმძღვანელიც იყო. წარმატება ხვდა თბილისში გამართულ კონცერტებსა და რადიოფესტივალებშიც. 1937 წელს ჩააბარეს სამტრედიის რაიონული გუნდი, რომლის გამოსვლებმაც რეპერტუარისა და შესრულების მხრივ მეოთხე და მეხუთე რესპუბლიკურ ოლიმპიადაზე დიდი ინტერესი გამოიწვია. გუნდის რეპერტუარი ახალ-ახალი ხალხური სიმღერებით შეავსო. 1945 წელს აღნიშნეს მისი უანგარო, უპრეტენზიო მოღვაწეობის 35 წლისთავი. კარგი ლოტბარი იყო და მისი გუნდები მუდამ გამოირჩეოდა დახვეწილი შესრულებით.

წყარო: ხალხური სიმღერის მოამაგენი.-თბ., 2007.-გვ.159; blog.geguchadze.com


გააზიარე: