შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
პარმენ მიქაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი მარანი, სამტრედიის რაიონი. საბჭოთა ხელისუფლების პირველ წლებში სოფელ მეორე ილორის სკოლაში მუსიკას ასწავლიდა და პარალელურად მარნის მუშათა გუნდის ხელმძღვანელიც იყო. წარმატება ხვდა თბილისში გამართულ კონცერტებსა და რადიოფესტივალებშიც. 1937 წელს ჩააბარეს სამტრედიის რაიონული გუნდი, რომლის გამოსვლებმაც რეპერტუარისა და შესრულების მხრივ მეოთხე და მეხუთე რესპუბლიკურ ოლიმპიადაზე დიდი ინტერესი გამოიწვია. გუნდის რეპერტუარი ახალ-ახალი ხალხური სიმღერებით შეავსო. 1945 წელს აღნიშნეს მისი უანგარო, უპრეტენზიო მოღვაწეობის 35 წლისთავი. კარგი ლოტბარი იყო და მისი გუნდები მუდამ გამოირჩეოდა დახვეწილი შესრულებით. წყარო: ხალხური სიმღერის მოამაგენი.-თბ., 2007.-გვ.159; blog.geguchadze.com
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |