The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იოსებ მუკბანიანი

იოსებ მუკბანიანი
დაბადების თარიღი:1893
გარდაცვ. თარიღი:1964  (71 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი, მომღერალი

ბიოგრაფია

სოფლსაბჭოს თავჯდომარე, მაზრის აღმასკომის თავჯდომარის მოადგილე, რაიკოოპკავშირის თავჯდომარე, რაიკოლმეურნკავშირის ხელმძღვანელი. ეწეოდა კულტსაგანმანათლებლო მუშაობას. იყო კლუბის გამგე და აგიტატორიც; სახალხო მთქმელი. მის მხატვრულ შემოქმედებას პრესა ორჯერ გამოეხმაურა. მან აღადგინა სამგლოვიარო სიმღერა "ზარი" (ქვემო სვანეთში ამ სიმღერის მეტად საინტერესო ვარიანტს მღერიან). მეოთხე და მეხუთე ოლიმპიადებში სვანთა მცირერიცხოვანმა ანსამბლმა მისი ხელმძღვანელობით ძალზე კარგ შედეგს მიაღწია. ასევე გაიმარჯვა მან მომდევნო ოლიმპიადებშიც. რეპერტუარში გამოირჩეოდა მისი ახალი სიმღერა "მიჟე ნარი" (მზის სინათლე). 

წყარო: ხალხური სიმღერის მოამაგენი.-თბ., 2007.-გვ.159

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • მედალი "შრომითი მამაცობისთვის"
  • მედალი "კავკასიის დაცვისთვის"

გააზიარე: