Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვალერიან გუგუნავა![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ხორში, სენაკის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი მგეგმავ-ეკონომისტის სპეციალობით. 1933 წლიდან იყო პარტიულ სამუშაოზე; მეორე მსოფლიო ომის დაწყების პირველი დღიდანვე მსახურობდა არმიაში; 1954 წლიდან მუშაობდა თბილისის მერიის, ყოფილ საქალაქო საბჭოს აღმასკომის სისტემაში; 1954-1977წწ. იყო თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის სისტემაში; ამავე წლებში იყო თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის საგეგმო კომისიის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, შედეგ თავმჯდომარე; 1977 წლიდან მუშაობდა საქართველოს სოცუზრუნველყოფის სამინისტროს საგეგმო-საფინანსო განყოფილების უფროსად; 1979-1991წწ. ასრულებდა საქართველოს ეკონომიკისა და დაგეგმარების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის თბილისის განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის, თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის მთავარი სპეციალისტის მოვალეობებს; 1992-1994წწ. იყო თბილისის მერიის მთავარი მრჩეველი. დაჯილდოებული იყო მთავრობის უმაღლესი ორდენებით. წყარო: თბილისის საპატიო მოქალაქეები, [1979-2006].-თბ.,2006.-გვ.35; წიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.201; დიდებული ადამიანები : ღირსეული ადამიანების ცხოვრება და ღვაწლი. ტ. 1 / ელგუჯა მგელაძე. -თბ., ლეთა, 2017. -გვ.85-94 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |