The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



სერგო მუქერია

Date of birth:1910  (115 years)
Date of death:19??
Category:Singer, Educator

Biography

დაბადების ადგილი: სოფ ილორი, ოჩამჩირის რაიონი.

დაამთავრა სამტრედიის მუსიკალური ტექნიკუმი 1938 წელს.

სკოლაში სწავლის დროს ეუფლებოდა ჩასაბერ ინსტრუმენტებზე დაკვრის ხელოვნებას; ჩვიდმეტი წლის ასაკიდან, ხუთი წლის განმავლობაში, რკინიგზელთა კლუბის სასულე ორკესტრში უკრავდა. 1931 წლიდან საჭილაოს ხე-ტყის ქარხანაში მუშაობდა. სამი წელი ამ საწარმოს სასულე ორკესტრსა და მომღერალთა გუნდში გამოდიოდა. 1932 წელს მონაწილეობა მიიღო ზუგდიდში ჩატარებულ რაიონთაშორისო ოლიმპიადაზე; პარალელურად სოფელ ილორში საკოლმეურნეო მომღერალთა გუნდს უძღვებოდა. 1933 წლიდან, ვოკალის განხრით შეუდგა სწავლას სამტრედიის მუსიკალურ სკოლაში. ასწავლიდა სიმღერას და სასულე ორკესტრის ინსტრუმენტებზე დაკვრას. 1950-1952წწ. სამტრედიის სიმღერისა და ცეკვის რაიონული ანსამბლის ხელმძღვანელი იყო. სამტრედიის კულტურის სახლის თვითმოქმედი ანსამბლით წარდგა მერვე და მეცხრე რესპუბლიკურ ოლიმპიადებზე, რისთვისაც საპატიო სიგელით იქნა დაჯილდოებული. პროფკავშირების 1955 წლის ოლიმპიადაზე და რკინიგზის მოსწავლეთა 1957 წლის პირველ ფესტივალზე წარმატებით გამოსვლისათვის ასევე საპატიო სიგელით დააჯილდოვეს. 

წყარო: ხალხური სიმღერის მოამაგენი.-თბ., 2007.-გვ. 160

Awards and Honors

  • 1964 - სკოლის დამსახურებული მასწავლებელი
  • 1957 - საპატიო სიგელი
    ფესტივალზე წარმატებით გამოსვლისათვის
  • 1955 - საპატიო სიგელი
    ფესტივალზე წარმატებით გამოსვლისათვის

Share: