Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
პლატონ მჭედლიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქარელის რაიონი. მოწაფეობის დროს კარგი სმენითა და სასიამოვნო ხმით გამოირჩეოდა. ხშირად ამღერებდნენ სასკოლო გუნდებში. ძალიან ეხერხებოდა ხალხური სოლო სიმღერების შესრულება. განსაკუთრებით კარგად მღეროდა "ურმულს". ხაშურის კულტურის სახლში (1935-1943) სოლისტი იყო; ასრულებდა ძველ ქართულ სიმღერებს. კონცერტების დროს ცალკე გამოსვლებიც ჰქონდა. ომის დროს ანსამბლთან ერთად მოემსახურა დაჭრილ მეომრებს ჯერ როგორც სოლისტი და შემდეგ კი, 1943 წლიდან, როგოეც ანსამბლის ხელმძღვანელი და აგრეთვე ინდივიდუალური შემსრულებელი. შემდეგ ანსამბლმა მისი ხელმძღვანელობით მრავალი კონცერტი გამართა ხაშურსა და ახლომდებარე დაბა-სოფლებში. რეპერტუარი გადაახალისა, მრავალი ძველი ხალხური სიმღერა შემატა ანსამბლს, რომელიც რაიონულ დათვალიერებებზე ყოველთვის კარგი მაჩვენებლებით გამოდიოდა მსმენელების წინაშე. მას, როგორც ხალხური სიმღერების საუცხოო ოსტატს, 1964 წელს რესპუბლიკურ დათვალიერებაში "ურმულის" კარგი შესრულებისათვის წარჩინებულის სამკერდე ნიშანი ებოძა. შესანიშნავი მომღერალი ცდილობდა თავისი წვლილი შეეტანა ქართული სიმღერის პოპულარიზაციის საქმეში. წყარო: ხალხური სიმღერის მოამაგენი.-თბ., 2007.-გვ. 163
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |