შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თამაზ დგებუაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. სენაკი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო-სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1958 წელს. 1958 წელს მუშაობა დაიწყო სამშენებლო ტრესტ "საქჰიდროენერგომშენის" N2 სამშენებლო უბანზე ინჟინერ-ოსტატად, შემდეგ - საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N5 სამშენებლო ტრესტში სამუშაოთა მწარმოებლად, 1960 წელს კი იმავე ტრესტის N2 სამშენებლო-სამონტაჟო სამმართველოს უბნის უფროსად დაინიშნა; 1962-1964წწ. მუშაობდა ჯერ N2 სამმართველოს, შემდგომ N4 სამმართველოს საწარმოო-ტექნიკური განყოფილების უფროსად; 1964 წელს გადაიყვანეს N5 ტრესტის N1 სამშენებლო-სამონტაჟო სამმართველოს მთავარ ინჟინრად, შემდეგ კი - სახლთმშენებელი კომბინატის მთავარ ინჟინრად; 1972 წლიდან N5 ტრესტის N2 სამშენებლო სამმართველოს უფროსი იყო; 1979 წლიდან - ამავე ტრესტის მთავარი ინჟინერი; 1979 წელს დაინიშნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კომუნალური მეურნეობის სამინისტროს სამშენებლო-სარემონტო სამმართველოს უფროსად; 1981-1984წწ. მუშაობდა სახლმშენებელი კომბინატის მთავარ ინჟინრად; 1984 წლიდან ბათუმის მექანიკური ქარხნის დირექტორი იყო. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.193-194 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |