შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სოსო დევდარიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ხარაგაული. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1970 წელს. 1967-1974წწ. შრომითი საქმიანობა დაიწყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N3 სამშენებლო ტრესტის N2 სამშენებლო სამმართველოში, სადაც მუშაობდა ოსტატად, სამუშაოთა მწარმოებლად, უბნის უფროსად; 1977-1997წწ. ამავე სამინისტროს N13 სამშენებლო ტრესტის N7 სამშენებლო სამმართველოს უფროსად; 1997 წლიდან შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების დირექტორია; უშუალოდ ხელმძღვანელობდა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის, საწარმოო გაერთიანება "სამთო ქიმიის", საქართველოს სოცუზრუნველყოფისა და საქართველოს "მრეწვმშენბანკის" შენობების, პროფკავშირების სასახლის, ლილოს სავაჭრო ცენტრის, პოლიკლინიკების (თემქასა და ვარკეთილში), ტუბსაავადმყოფოს, სკოლებისა და საბავშვო ბაღების, სხვადასხვა კულტურულ-საყოფაცხოვრებო დანიშნულების ობიექტის მშენებლობას; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.194
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |