The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ავთანდილ დვალი

ავთანდილ დვალი
დაბადების თარიღი:12 ივნისი, 1941  (83 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტი ინჟინერ-მარკშეიდერის სპეციალობით 1966 წელს.

1966-1969წწ. მუშაობდა კვაისის მაღაროთა სამმართველოში, "თბილგვირაბმშენში", საქართველოს საშენ მასალათა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობაზე; 1969-1979წწ. იყო საპროექტო ინსტიტუტ "სოიუზდორპროექტის" თბილისის ფილიალის საძიებო პარტიისა და ექსპედიციის უფროსი; მივლინებით იმყოფებოდა კუბის რესპუბლიკაში; იყო სახელმწიფო ორგანიზაციების საგზაო-სატრანსპორტო დარგის მრჩეველი; 1980 -1992წწ. მუშაობდა თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის საგზაო მეურნეობის N1 და N3 საგზაო სამმართველოში მთავარ ინჟინრად; 1992-1995წწ. ვაკის რაიონის საგზაო სამმართველოს უფროსად; 1995-2002წწ. შპს "საგზაო ვაკის" დირექტორად; მისი თანაავტორობით დამუშავდა საძიებო-საპროექტო სამუშაოები ისეთ ობიექტებზე, როგორებიცაა: "ადლერი-ხოსტა-მაცესტის", "სოჭი-დიდი ხოსტისა" და "ულან უდე-ჩიტას" მაგისტრალური საავტომობილო გზა და სხვა; მისი მონაწილეობით შესრულებულია გზების მოწყობა მდ. მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებზე, "წყნეთი-ბეთანია-კიკეთის", "ზაჰესი-თბილისის ზღვის" ტერიტორორიებზე, ხიდების სარეკონსტრუქციო სამუშაოები და სხვა.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.194-195; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.92

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2001 - ღირსების ორდენი

გააზიარე: