Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ომარ დვალი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სპეციალობით 1967 წელს. 1962 წელს დაიწყო შრომითი საქმიანობა საქართველოს მინისტრთა საბჭოსთან არსებული სპეცსამონტაჟო სამუშაოების მთავარი სამმართველოს "საქმთავარმონტაჟსპეცმშენის" ტრესტ "საქსანტექმონტაჟის" სამონტაჟო სამმართველოში, სადაც გაიარა პროფესიული საქმიანობის ყველა საფეხური: იყო ოსტატი, სამუშაოთა მწარმოებელი, უბნის უფროსი, სამმართველოს მთავარი ინჟინერი, ტრესტ "საქსანტექმონტაჟის" მთავარი ინჟინერი, ქარხანა "სანტექნამზადების" დირექტორი; სს "სანტექმონტაჟნაკეთობის" გენერალური დირექტორი; უშუალოდ მონაწილეობდა ქვეყნის მრავალი მნიშვნელოვანი ობიექტის მშენებლობა-რეკონსტრუქციაში, მიწისძვრით დაზიანებულ ობიექტთა აღდგენით სამუშაოების შესრულებაში, ახალი კომპლექსების მშენებლობაში (სომხეთში), ბაიკალ-ამურის მაგისტრალზე, ქართული დასახლების "ნია-გრუზინსკაიას" მშენებლობასა და საექსპლუატაციოდ გადაცემაში; აღსანიშნავია საქართველოს ისეთი მნიშვნელოვანი ობიექტების ჩაბარება-ექსპლუატაციაში მიღება, როგორებიცაა: თბილისის ცენტრალური ტელეგრაფი, საჩხერის ბამბეულის კომბინატი, ბორის პაიჭაძის სახელობის "დინამოს" სტადიონი, თბილისის მაუდ-კამვოლის კომბინატი, რუსთავის ქიმკომბინატი, გლდანის ტრიკოტაჟის კომბინატი, თბილისის N1 სკოლა-გიმნაზია და სხვა; მიღებული აქვს არაერთი სახელმწიფო ჯილდო და მადლობა; აღსანიშნავია, რომ ის არის 2010 წელს ქალაქ მონტე-კარლოში სპორტულ ნარდში ჩატარებული მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული პროფესიონალ სენიორთა შორის და ერთპიროვნული ჩემპიონი; საქართველოს პირველობაზე შვიდგზის ოქროს კამათლების მფლობელი და გიორგი ბუკიას სახელობის საერთაშორისო ტურნირის სამგზის გამარჯვებული საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.195
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |