შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ოთარ დიასამიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი საავტომობილო გზების მშენებლობის სპეციალობით 1948 წელს;1952-1955წწ. სწავლობდა მოსკოვის საავტომობილო-საგზაო ინსტიტუტის ასპირანტურაში. 1948-1951წწ. მუშაობდა საქართველოს გზატკეცილების მთავარი სამმართველოს ერთ-ერთი საგზაო-საექსპლუატაციო უბნის მთავარ ინჟინრად; 1956-1963წწ. მუშაობდა საქართველოს გზატკეცილების მთავარი სამმართველოს საგზაო-სამშენებლო სამმართველოს მთავარ ინჟინრად; 1963-1969წწ. მუშაობდა თბილისის ენერგეტიკისა და ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში გრუნტების მექანიკის ლაბორატორიის გამგედ; 1969 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საავტომობილო გზებისა და აეროდრომების კათედრის დოცენტი იყო; არის 52 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი საავტომობილო გზების მშენებლობისა და გრუნტების მექანიკის დარგში, მათგან 27 ნაშრომი გამოქვეყნებულია. საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა 1956 წელს. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.197 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |