შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გურამ დიდბარიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ტყიბული. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1971 წელს. 1971-1974წწ. მუშაობდა რუსთავის ლითონკონსტრუქციების ქარხანაში, საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო გაერთიანება "თბილქალაქმშენის" N15 სამშენებლო ტრესტის N3 სამმართველოში ინჟინერ-კონსტრუქტორად, სამუშაოთა მწარმოებლად, ტექნიკური განყოფილების ინჟინრად; 1974-1982წწ. მუშაობდა კომკავშირულ და პარტიულ ორგანიზაციებში, თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის საბინაო მეურნეობის სამმართველოს უფროსად; 1987-1991წწ. თბილისის 26 კომისრის რაისაბჭოს აღმასკომის თავმჯდომარედ; 1992-1994წწ. თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის ქონების მართვის სამმართველოს უფროსად; 1994-1997წწ. იყო საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის მოადგილე; 1997-2000წწ. საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის მოადგილე; 2000-2005წწ. საქართველოს გაზის საერთაშორისო კორპორაციის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე; 2005 წლიდან არის სხვადასხვა ორგანიზაციის მრჩეველი; მონაწილეობდა გლდანის საცხოვრებელი მასივისა და ვარკეთილი-III-ის I-II მიკრორაიონების კომპლექსურ გაერთიანებაში, თბილისის საბინაო ფონდში ახალი საცხოვრებელი სახლების ხარისხის განსაზღვრაში, ექსპლუატაციაში მიღებასა და მის შემდგომ მოვლა-პატრონობაში, ხელმძღვანელობდა საქართველოს სამშენებლო კომპლექსის რეორგანიზაცია-აქციონერებას; არის შრომითი კოლექტივებისთვის სააქციო საზოგადოების საკონტროლო პაკეტის პირდაპირი მიყიდვის შესახებ კანონის ინიციატორი და ერთ-ერთი ავტორი; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.197-198
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |