The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კონსტანტინე დიდებულიძე

კონსტანტინე დიდებულიძე
დაბადების თარიღი:5 სექტემბერი, 1912
გარდაცვ. თარიღი:1990  (77 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ოჩამჩირე.

დაამთავრა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტი 1933 წელს, მოსკოვის საინჟინრო აკადემია 1938 წელს.

მუშაობა დაიწყო გვირაბგამყვანობიდან და დაწინაურდა პარტიული და საბჭოთა ორგანოების პასუხისმგებელ ხელმძღვანელ მუშაკად; მთელი თავისი პროფესიული საქმიანობის ძირითადი წლები მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სისტემაში: იყო სამშენებლო სამმართველოს მთავარი ინჟინერი, უფროსი, საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N3 სამშენებლო ტრესტ "თბილმრეწვმშენის" მმართველი; 1963-1977წწ. მუშაობდა საქართველოს მინისტრთა საბჭოს რეფერენტად, მშენებლობის განყოფილების გამგედ; იყო საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტის პასუხისმგებელი მუშაკი; 1977 წლიდან მუშაობდა გაერთიანება "საქჰიდროენერგომშენის" სისტემაში; არაერთგზის არჩეული იყო თბილისისა და ხაშურის საქალაქო და რაიონული საბჭოების დეპუტატად; დაჯილდოებული იყო ორდენებითა და მედლებით.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.199

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს კპ თბილისის პარტიის საქალაქო კომიტეტი, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი
  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

გააზიარე: