The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ჯიმშერი დიდიძე

ჯიმშერი დიდიძე
Date of birth:10 October, 1936  (87 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ჯიხაიში, სამტრედიის რაიონი.

დაამთავრა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1959 წელს.

1959-1963წწ. მუშაობდა საქართველოს კავშირგაბმულობის სამინისტროს რკინაბეტონის ქარხანაში ინჟინრად; 1963-1971წწ. იყო საქართველოს კომპარტიის ქ. თბილისის კალინინის სახელობის რაიონული კომიტეტის ინსტრუქტორად; 1971-1983წწ. მუშაობდა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს გაერთიანების თავმჯდომერის მოადგილედ მშენებლობის დარტგში; 1983-1998წწ. იყო საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამშენებლო-სარემონტო ტრესტის მმართველის მოადგილე, მთავარი ინჟინერი; 1998 წელს დაინიშნა შპს "აღდგენაში" მთავარ ინჟინრად; უშუალო ხელმძღვანელობდა სასოფლო-სამეურნეო გადამამუშავებელი მრეწველობისა და ვაჭრობის დარგის სხვადასხვა ობიექტის, მათ შორის: უნივერსალური მაღაზიების (თბილისში, სოხუმში, ბათუმში) მშენებლობას; მიღებული აქვს სსრ კავშირის და საქართველოს სახელმწიფო და საუწყებო ჯილდოები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.199


Share: