The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვლადიმერ ხუბულური

ვლადიმერ ხუბულური
დაბადების თარიღი:13 იანვარი, 1908
გარდაცვ. თარიღი:29 მარტი, 1982  (74 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:თბილისი
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. გორი.

დაამთავრა ქართული გაერთიანებული სამხედრო სკოლა 1927 წელს; მ. ფრუნზეს სახელობის სამხედრო აკადემია 1939 წელს.

მონაწილეობდა სსრკ-ფინეთის ომში (1939-1940), დასავლეთ უკრაინისა და დასავლეთ ბელორუსიის განთავისუფლებაში. დიდი სამამულო ომის (1941-1945) დროს თავი ისახელა ლენინგრადის მისადგომებთან ბრძოლებში. 1943 წელს მეთაურობდა ქართველ მსროლელ დივიზიის ამიერკავკასიის ფრონტზე. 1946-1968 წლებში სამეთაურო თანამდებობები ეკავა. 1968 წლიდან თადარიგში გავიდა. დაჯილდოებულია მედლებითა და ორდენით.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.512; pamyat-naroda.ru

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სკკპ , წევრი (1942-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1953 - გენერალ-მაიორი
  • ღირსების ორდენი
  • წითელი ვარსკვლავის ორდენი (2 ორდენი)
  • წითელი დროშის ორდენი (2 ორდენი)
  • ლენინის ორდენი

გააზიარე: