The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი ხუნდაძე

დაბადების თარიღი:25 ოქტომბერი, 1906
გარდაცვ. თარიღი:16 მარტი, 1985  (78 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი 1929 წელს.

1933-1941 წწ. მუშაობდა ლენინგრადში ი. ჯანელიძესთან და ვ. შევკუნენკოსთან. დიდი სამამულო ომის (1941-1945) დროს იყო სამხედრო ჰოსპიტლის ქირურგიის განყოფილების უფროსი და ჰოსპიტლის წამყვანი ქირურგი. დემობილიზაციის შემდეგ, 1946-1951 წწ. მუშაობდა მოსკოვში ს. იუდინთან. 1954-1979 წწ. იყო ექიმთა დახელოვნების თბილისის ინსტიტუტის დირექტორი, ერთდროულად, 1956-1970 წწ. განაგებდა ამავე ინსტიტუტის ანესთეზიოლოგიისა და ქირურგიის, ხოლო 1971 წელს ზოგადი ქირურგიის კათედრებს. იგი შეისწავლიდა სისხლძარღვთა მორფოლოგიის, ანესთეზიოლოგიის, გულმკერდისა და მუცლის ღრუს ორგანოების ქირურგიის მკურნალობის საკითხებს, დაამუშავა და დანერგა ხელოვნური საყლაპავი მილის შექმნის ორიგინალური მეთოდი (ხუნდაძე-პეტროვის) და სხვა. დაჯილდოებულია მედლებით. ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1953), პროფესორი (1955). 

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.515

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს სსრ VI -VII მოწვევის უმაღლესი საბჭო , დეპუტატი
  • საქართველოს სსრ X მოწვევის უმაღლესი საბჭო, დეპუტატი
  • სკკპ , წევრი (1951-)
  • უნგრეთისა და ზაგრების (იუგოსლავია) ქირურგიული საზოგადოებები, საპატიო წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • წითელი ვარსკვლავის ორდენი
  • ოქტომბრის რევოლუციის ორდენი
  • ლენინის ორდენი

გააზიარე: