The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლამარა მარგველაშვილი

ლამარა მარგველაშვილი
Other name:ტატულია მარგველაშვილი
Date of birth:7 August, 1930
Date of death:August, 2012  (at 81 years)
Category:Educator, Philologist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი ინგლისური ენის სპეციალობით 1952 წელს.

1953 წელს მუშაობა დაიწყო ქუთაისის ქალთა I საშუალო სკოლაში ჯერ ინგლისური ენის მასწავლებლად, 1954 წლიდან -ამავე სკოლის დირექტორის მოადგილედ; 1964 წელს საცხოვრებლად დაბრუნდა თბილისში და მუშაობა გააგრძელა 58-ე საშუალო სკოლაში ინგლისური ენის მასწავლებლად; 1965 წელს დაინიშნა 53-ე საშუალო სკოლის დირექტორად, სადაც დაჰყო 2005 წლამდე; შრომითი საქმიანობაა გააგრძელა კერძო სკოლაში "XX საუკუნე". მიღებული აქვს მრავალი სხვადასხვა ჯილდო. 1997 წელს საქართველოს განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით მიენიჭა უმაღლესი კატეგორიის საკვალიფიკაციო კატეგორია; 1988 წელს მიენიჭა აშშ-ს ჯორჯიის შტატის და ქალაქ ატლანტის საპატიო მოქალაქეობა.

წყარო: თბილისის საპატიო მოქალაქეები, [1979-2006 / თბილ. მერიის განათლ. და კულტ. სამსახური]. - თბ., 2006. -გვ.79

Awards and Honors

  • 2003 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 1993 - აკაკი წერეთლის სახელობის პრემია
  • საქართველოს დამსახურებული მასწავლებელი

Share: