შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნიკოლოზ მახარაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი შემოქმედი, ოზურგეთის რაიონი. სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლობდა ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელში. დაამთავრა ამიერკავკასიის კომუნისტური უნივერსიტეტი 1926 წელს; წითელი პროფესურის ინსტიტუტი მოსკოვში 1933 წელს. 1917 წელს ოზურგეთში დააარსა კლუბი, სადაც ახალგაზრდები ეცნობოდნენ მარქსის მოძღვრებას. 1921–1922წწ. იყო პარტიის ოზურგეთის რაიკომის მდივანი, 1925–1927წწ. საქართველოს კპ(ბ) ცკ-ის თბილისის კომიტეტის; 1927–1931წწ. – საქართველოს კპ(ბ) ცკ-ის განყოფილების გამგის მოადგილე. იკვლევდა საქართველოსა და ამიერკავკ. რევ. მოძრაობისა და ბოლშევიკური ორგანიზაციების ისტორიას. სხვადასხა დროს მუშაობდა ხელმძღვანელ თანამდებობეზე პარტიულ და სამეცნიერო დაწესებულებებში. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის დეკანად, საქართველოს კომპარტიის ცკ-სთან არსებული პარტიის ისტორიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილედ, ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის განყოფილების გამგედ. მისი ხელმძღვანელობით და აქტიური მონაწილეობით მომზადდა და გამოიცა არაერთი მნიშვნელოვანი ნაშრომი. არის ქართული ისტორიოგრაფიის თვალსაჩინო წარმომადგენელი, გამოქვეყნებული აქვს 60-ზე მეტი მაღალმეცნიერულ დონეზე შესრულებული ნაშრომი XIX-XX საუკუნეების საქართველოს ისტორიის უმნიშვნელოვანეს პრობლემებზე. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1965), პროფესორი. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 620 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |