The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვლადიმერ სიჭინავა

Date of birth:1922  (103 years)
Date of death:19??
Category:Singer

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ლეჩქოფი, სოხუმის რაიონი.

დაამთავრა სოხუმის საშუალო სკოლა.

აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლში მომღერლად დაიწყო მუშაობა. 1941 წელს გაწვეულ იქნა წითელი არმიის რიგებში; 1943-1944წწ. ხელმძღვანელობდა წითელარმიელთა სიმღერისა და ცეკვის თვითმოქმედ ანსამბლს, რომელმაც არაერთხელ მიიღო მონაწილეობა არმიელთა თვითმოქმედების ამიერკავკასიისა და საკავშირო დათვალიერებებზე. ანსამბლს პირველი ხარისხის დიპლომი არგუნეს, როგორც ხელმძღვანელს ფულადი ჯილდო გადაეცა და არმიის გენერალ ტიულენევის მადლობა გამოეცხადა. 1946 წელს დემობილიზებული იქნა და აფხაზეთის სახელმწიფო ანსამბლში განაგრძო მუშაობა. ორი წლის შემდეგ მიავლინეს გაგრაში, სოფელ სიხარულის საკოლმეურნეო გუნდის ხელმძღვანელად. ანსამბლს საოლქო დათვალიერებაზე პირველი ადგილი მიაკუთვნეს, რაც ხაზგასმით აღნიშნა გაზეთმა "სოვეტსკაია აბხაზიამ". 1950 წელს, ისევ დააბრუნეს აფხაზეთის სახელმწიფო ანსამბლში მომღერალ-სოლისტად, ხოლო 1952 წლიდან, ორი წლის განმავლობაში, ტყვარჩელის მეშახტეთა 70-კაციან ანსამბლს ხელმძღვანელობდა. შემდგომ ისევ აფხაზეთის სახელმწიფო ანსამბლს დაუბრუნდა. 1955 წელს მიწვეულ იქნა აფხაზეთის კოოპვაჭრობის ანსამბლის ხელმძღვანელად, სადაც 1962 წლამდე იმუშავა. 1961 წელს ანსამბლმა მეცხრე რესპუბლიკურ ოლიმპიადაში მონაწილეობისათვის პირველი ხარისხის დიპლომი მიიღო. 1956 წელს მცირე ხნით აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელიც იყო. 

წყარო: ხალხური სიმღერის მოამაგენი.-თბ., 2007.-გვ.180

Awards and Honors

  • 1958 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

Share: