The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მიხეილ დივანიძე

მიხეილ დივანიძე
დაბადების თარიღი:19 აპრილი, 1937  (88 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ხიდებისა და გვირაბების ფაკულტეტი ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაციით 1960 წელს.

1960-1962წწ. იყო ქ. პოდოლსკის რკინაბეტონის კონსტრუქციების ქარხნის ცვლის უფროსი, ტექნიკური კონტროლის განყოფილების უფროსი, N1 სამშენებლო ტრესტ "მოსკოვოლქმშენში"; 1962-1964წწ. მუშაობდა ტრესტ "თბილგვირაბმშენში" მეტროსადგურ "ნაძალადევის" მშენებლობაზე ცვლის უფროსად, უფროს ნორმადარად, უბნის უფროსად; 1964-2004წწ. იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის "ხიდების და გვირაბების" კათედრის ლაბორანტი, უფროსი ლაბორანტი, ასისტენტი, უფროსი მასწავლებელი, დოცენტი; 1981-1985წწ და 1992-2004წწ. მივლინებული იყო ქ. კონარკში (გვინეა) ტექნიკური უნივერსიტეტის "ხიდების" კათედრის გამგის თანამდებობაზე; პარალელურად იყო რამდენიმე ხიდის მშენებლობის პროექტის მთავარი კონსტრუქტორი და მშენებელი; ხელმძღვანელობდა 60-ზე მეტ ხელოვნური ნაგებობის საველე გამოცდას და ტექნიკური ანგარიშების შედგენას; გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები ხიდების დინამიკის თემატიკაზე საქართველოში და საზღვარგარეთ (რუსეთი, გერმანია, ჩეხოსლოვაკია, გვინეის რესპუბლიკა); 2013 წლამდე შპს "ხიდის" მთავარი კონსტრუქტორი და სამეცნიერო-საწარმოო სამსახურის უფროსი იყო; ავტოგზების დეპარტამენტის ზედამხედველობის დირექციის მთავარი ტექნიკური კონსულტანტია.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.199-200

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: