Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
არკადი დიულგაროვი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი თიანეთი, თიანეთის რაიონი. დაამთავრა ხარკოვის საინჟინრო სამშენებლო ინსტიტუტი 1966 წელს. 1966 წელს მუშაობა დაიწყო ქ. ჟდანოვში, სამშენებლო ტრესტ "ჟდანოვმეტალმშენში" ოსტატად; 1967 წლიდან მუშაობდა სამშენებლო ტრესტ "საქჰიდროენერგომშენის" სისტემაში, ენგურჰესის კომპლექსის საგზაო მშენებლობისა და "ვარდნილჰესების" სამშენებლო სამმართველოებში ინჟინრის, უფროსი სამუშაოთა მწარმოებლის, განყოფილების უფროსის, მთავარი ინჟინრის მოადგილისა და მთავარი ინჟინრის თანამდებობაზე; 1974-1993წწ. მუშაობდა სამშენებლო ტრესტ "საქჰიდროენერგომშენის" საინჟინრო ნაგებობათა სამშენებლო სამმართველოში, ჯერ მთავარ ინჟინრად, შედეგ სამმართველოს უფროსად; მისი ხელმძღვანელობით განხორციელდა სხვადასხვა ჰიდროტექნიკური კომპლექსის საგზაო და მნიშვნელოვანი საინჟინრო ნაგებობების (ესტაკადები, ხიდები) მშენებლობა, ასევე, გმირთა მოედნის რეკონსტრუქცია ქ. თბილისში. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.200 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |