The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ავთანდილ დიღმელაშვილი

ავთანდილ დიღმელაშვილი
დაბადების თარიღი:9 ივნისი, 1946  (78 წლის)
კატეგორია:არქიტექტორი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ლვოვი, უკრაინა.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტი 1974 წელს.

1974-1980წწ. მუშაობდა თბილისის ზონალურ სამეცნიერო კვლევითი, ტიპური და ექსპერიმენტული პროექტირების ინსტიტუტში ("თბილზნიიეპი") უფროს არქიტექტორად; 1980-1986წწ. საქართველოს არქიტექტორთა კავშირის გამგეობის პასუხისმგებელი მდივანი იყო; 1986-2008წწ. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "საქსაცწყალპროექტში" არქიტექტურულ-სამშენებლო განყოფილების უფროსად; 1974-2008წწ. მისი თანაავტორობით განხორციელდა არაერთი არქიტექტურული პროექტი და გამოქვეყნებულ იქნა რამდენიმე მეცნიერული ნაშრომი; 1997-2004წწ. მიწვეული იყო თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში ლექტორად; 2005-2016წწ. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის პროფესორი იყო. 2012 წელს სადისერტაციო ნაშრომისათვის "ურბანული გარემოს სივრცითი მოწყობის საკითხები ძველი თბილისის ეზოების მაგალითზე", მიენიჭა არქიტექტურის დოქტორის წოდება.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.200-201

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს არქიტექტორთა კავშირი, წევრი

გააზიარე: